ამადეო მოდილიანი

                                                                        (1884-1920)

      ”ადამიანი - ეს მთელი სამყაროა, რომელიც უმთავრესია ყველა დანარჩენზე, ხოლო ბინძურია ამბიციები, რომლებიც ანონიმურად რჩებიან”.

           ამადეო მოდილიანი დაიბადა ლივორნოში, წვრილ ბურჟუაზიულ ოჯახში. 11 წლის ასაკში იგი დაავადდა პლევრიტით. 1908 წელს კი ტიფით, რომელიც იმ დროისთვის, განუკურნებელი სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი 3 წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა, რათა შეესწავლა ხატვისა და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.
          1906 წელს 22 წლის მხატვარი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო. მეგობრები ამადეოს ”მოდის” ეძახდნენ. ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში. მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.




No comments:

Post a Comment